
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას. მათივე ცნობით,სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
- მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
- გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;• სანოტარო მედიაცია;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;• ფაქტების კონსტატაცია;
- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.