სამურზაყანოდან წამოღებული ბავშვობის გემოები

ირმა ჯალაღონია აფხაზეთიდანაა. საომარი მდგომარეობის გამო, 1993 წლის 27 სექტემბერსმოუწია ოჯახთან ერთად სოხუმიდან სამურზაყანოში, დედულეთში, სოფელ ოქუმში გახიზნულიყო.

აქვე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რომელიც გალში ცხოვრობდა და მალევე დაქორწინდნენ. მალევე მოუწიათ გალის დატოვებაც და დევნილის სტატუსით თბილისს შეეხიზნენ. სამშვიდობოს გამოსულებს იმავე წლის 27 ნოემბერს შვილი შეეძინათ.

ამჟამად თბილისში, საბავშვო ბაღში მუშაობს, სპეც პედაგოგად. პარალელურად მიკრო მეწარმის სტატუსით სარგებლობს. მან ჩირის ბიზნესი ორი წლის წინ დაიწყო, ხილს 5 კილოგრამიან საშრობში აწარმოებდა, რაც მისი თქმით ძალზედ მოუხერხებელი იყო. გარდა ჩირისა, ის ოჯახის პირობებში რამდენიმე სახეობის აჯიკას, საწებელს, ცუკატებს, ტყლაპს და მინდვრის მცენარეების ჩაისაც აწარმოებს. გეგმავს მისი რეცეფტით აჯიკის ახალი პროდუქტი შექმნას მყარი სახით, რის საშუალებასაც ენლილის ახალი აპარატი მისცემს.

,,ჩირის წარმოების იდეა ჩემი, ბავშვობის გემოების აღდგენაა. სამურზაყანოში, ჩემი ოჩამჩირელი ბებია უგემრიელეს ჩირებს ყლაპებს და ჩურჩხელებს გვიმზადებდა. -მახსენდება საუცხოო ჩირის ჩურჩხელები, ყუნწიანი მსხლისა და ლეღვის ქარვისფერი ჩირები, ტყლაპის რულეტები…“

წარმოების განვითარების და გაზრდის მიზნით, მონაწილეობა მიიღო ლტოლვილთადანიის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომელიც ხორციელდება პროექტის- ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში.

პროექტში გაიმარჯვა და საშუალება მიეცა დამოუკიდებლად აერჩია, ჩემი ბიზნესისთვის ოტიმალური ფირმის და ტიპის დანადგარი.

,,ძიებს პროცესში, სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ქართველ, ახალგაზრდა ინჟინერ-გამომგონებელს, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა მონაცემების ჩირის საშრობ აპარატებს და დამხმარე დანადგარებს. https://www.facebook.com/ENLILIi -ს 50 კილოგრამიანი აპარატი მომეწონა და პროექტის ფარგლებში შევიძინე“. ამბობს რესპონდენტი.

ირმამ საუბარში გაგვიმხილა, რომ აქვს ბევრი საინტერესო იდეა, რომლის განხორციელებასაც ეტაპობრივად გეგმავს. ჩვენი გამომცემლობა წარმატებას უსურვებს ქართველ პედაგოგსა და ეწარმეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s