ყველაფერი ქლიავის ჩირის შესახებ

შავი ქლიავის ჩირი სხვადასხვა სახეობის ქლიავისგან მზადდება. ხარისხიანი ქლიავის ჩირი რბილი მაგრამ მყარი უნდა იყოს, არ უნდა იყოს გამომშრალი და გამხმარი. სწროად შრობის შემთხვევაში ერთი კილოგრამი ახალი ქლიავისგან დაახლოებით 200 გრამი ჩირი გამოდის.

პირველად შავი ქლიავის ჩირი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში დამზადდა კასპიის ზღვის მიდამოებში. მეცნიერები თვლიან, რომ ადგილობრივმა ტომებმა მწიფე ქლიავის მზეზე გამშრობა დაიწყეს და ასე ცდილობდნენ მოსავლის შენახვის ვადები გაეხანგრძლივებინათ.

შავ ქლიავს კანფეტების, დესერტების, სალათების, ხორციანი და ცხელი ბოსტნეულის კერძების მომზადებისას იყენებენ, ის გამოიყენება ღვეზელების გულსართად და კომპოტის ინგრედიენტადაც. ხალხური მედიცინის მიმდევრები შავ ქლიავს დაავდებათა მთელი სპექტრის სამკურნალოდ იყენებენ.
1.    მზეზე გამოშრობა


მზეზე გამოშრობის მეთოდს დღემდე აქტიურად მიმართავენ. მაგალითად, ქლიავის ჩირის დამზადებისას ქლიავს კარგად რეცხავენ და 10–15 წუთის განმავლობაში სოდიან წყალში ხარშავენ. შედეგად, ქლიავის კანზე ნახეთქები ჩნდება, საიდანაც წყალი ადვილად ორთქლდება. ამის შემდეგ ქლიავს ცივ წყალში ავლევბენ, აგრილებენ და ერთ ფენად აწყობენ ფირფიტაზე. მზიან ამინდში მთელი დღით გარეთ აჩერებენ და რამდენჯერმე ატრიალებენ, რომ ნაყოფი ორივე მხარეს თანაბრად გამოშრეს. ასევე იყენებენ გამოკურკვის ან გახლეჩის მეთოდს როდესაც ჩირი კურკის გარეშე შრება ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე.
დადებითი მხარეები:

•    ბუნებრივი გზით მზადდება ელექტრო ენერგიის დახარჯვის გარეშე;
•    მომზადება თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული. ზუსტად განვსაზღვრავთ და თავისუფლად ვაკვირდებით ჩირის დამზადების თითოეულ დღეს;
•    აქვს ბუნებრივი გემო და არომატი.
 უარყოფითი მხარეები:
•    მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება;
•    არის შანსი, რომ ჩირზე მტვრის ნაწილაკები აღმოჩნდეს;
•    ჰაერზე გამომშრალ ჩირს ხშირად უჩნდება შავი წერტილები, რაც იმ მწერების დამსახურებაა, რომლებმაც თქვენს ჩირთან ახლოს ჩაიარეს და არამხოლოდ ჩაიარეს.რჩევა: თუ ჩირის მზეზე გამოშრობას გადაწყვეტთ, მარლა გადააფარეთ, რომ მისი საკვებად გამოყენება საშიში არ გახდეს. ასე სრულად ვერა, თუმცა დიდად დაიცავთ ჩირს მტვრის ნაწილაკებისა და მწერებისგან.
2.    ღუმელში მომზადება


ღუმელში მომზადებული ჩირი მზეზე გამომშრალზე არანაკლებ გემრიელია. მას შემდეგ, რაც ელექტრო ენერგიასა თუ გაზზე მომუშავე ღუმელი გაჩნდა ოჯახებში, ამ ხერხს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. მთავრი სპეციფიკა ისაა, რომ ტემპერატურა ზუსტად უნდა შევარჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩირი ან დაიწვება, ან პირიქით, სრულყოფილად არ გამოშრება.
ისევ ქლიავის მაგალითზე რომ განვიხილოთ, თუ ღუმელში ვაშრობთ, შემდეგ საფეხურებს უნდა გავყვეთ: ჯერ 3–4 საათის განმავლობაში 40–50 გრადუსზე გამოაშრეთ, შემდეგ – 4–5 საათით ოთახის ტემპერატურაზე, ბოლოს კი მაღალ ტემპერატურაზე (60–70 გრადუსზე).
ზოგიერთი რეცეპტით, 100 გრადუსზე, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაშიც გამოშრება, მაგრამ ამ დროს ღუმლის კარი ღია უნდა იყოს.
დადებითი მხარეები: 
•    მზეზე გამოშრობისგან განსხვავებით, მომზადებას უფრო მცირე დრო სჭირდება;
•    მწერებისა და მტვრის ნაწილაკების მოხვედრის ჩანსი უმცირესია.
უარყოფითი მხარეები:
•    სხვადასხვა ფირმისა და წლის ღუმელი განსხვავებულად აშრომს ხილს. ასე რომ, ზუსტი რეცეპტი არ არსებობს და ტემპერატურისა თუ დროის ცვლილება თქვენზე იქნება დამოკიდებული;
•    თუკი მზეზე გამოშრობისას მისთვის თვალის მიდევნება აუცილებელი არ არის, ღუმელში გამოშრობისას თვალი არ უნდა მოაცილოთ და საჭიროებისამებრ ცვალოთ ტემპერატურა;
•    ჩირი ღუმელში სრულად არ შრება და ჰაერზე დატოვება, მინიმუმ, ერთი სრული დღით კიდევ სჭირდება. • მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა დაიკარგოს ჩირის ზოგიერთი სასარგებლო თვისება.
რჩევა: თუკი ჩირის მომზადებას ღუმელში გადაწყვეტთ, ერთი დღე გადადეთ მისთვის. მომზადების დროს ტემპერატურა საჭიროებისამებრ ცვალეთ. აჯობებს, დაბალი ტემპერატურა მიუთითოთ და უფრო დიდი დრო დაგჭირდეთ მომზადებისთვის, ვიდრე მაღალმა ტემპერატურამ თქვენი ხილი შეიწიროს.
3. ჩირის აპარატში მომზადება


დღეისათვის ჩირის მოსამზადებლად ყველაზე თანამედროვე მეთოდი ჩირის აპარატის გამოყენებაა. ამ შემთხვევაში რეცეპტში დასახელებულ ტემპერატურასა და დროს შეგიძლიათ მიყვეთ. მაგალითად, ქლიავის ჩირის მომზადებას 40 გრადუსზე 56 საათი სჭირდება (ტემპერატურის აწევასთან ერთად შრობის დრო საგრძნობლად მცირდება). აპარატის გამოყენება მარტივი და კომფორტულია.
დადებითი მხარეები:
•    ჩირი შრება დახურულ სივრცეში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
•    თვალის მიდევნება საჭირო არ არის. შეგიძლიათ, ჩართული დატოვოთ და რამდენიმე საათი მისკენ არც კი გაიხედოთ;
•    მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივად უნდა გქონდეთ ჩართული, საკმაოდ ცოტა ელექტრო ენერგიას მოიხმარს. •  თქვენ თვითონ განსაზღვრავთ ტენიანობას და ტემპერატურას, რაც მნიშვნელოვანია ერთნაირი სასაქონლო სახის და გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტის საწარმოებლად.
უარყოფითი მხარეები:
•    ჩვეულებრივ, ჩირი ყველა სართულზე სხვადასხვანაირად შრება. თუ დიდიაპარატი გაქვთ, შეიძლება, ზემო სართულები ოდნავ გვიან გამოშრეს.
რჩევა: ნახევარი დროის გასვლის შემდეგ სართულები შეატრიალეთ. პირველი რომელიც იყო, ის ბოლოში მოათავსეთ და ა.შ. 
როგორ შევინახოთ ჩირი? ქლიავი წამოვადუღოთ წყალში. დავამატოთ შაქარი და მარილი. ჩირი ამოვავლოთ ნახარშში და ისევ გავაშროთ. (ეს საჭიროა იმისთვის , რომ ჩირს მისცეს სიპრიალე და შენახვის შემთხვევაში მატლი არ დაესიოს) გამომშრალი ჩირი შევინახოთ ნაჭრის ტომარაში, შუშის ქილებში ან პლასტმასის კონტეინერში, სადაც აერაციის შსაძლებლობა იქნება. მოათავსეთ გრილ ადგილას (მაგალითად, აივნის კარადაში). ჩირი ასე უფრო დიდხანს ინახება და გემოსაც უკეთ ინარჩუნებს.
გამზადებული ჩირი არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ პოლიეთილენის პარკებში, თორემ მალე გაფუჭდება. 100 გრამ შავი ქლიავის ჩირში შემავალი ვიტამინები 1. A ვიტამინი, რეთინოლი და მისი ექვივალენტი შენაერთები-38.713 მკგ 2. ვიტამინი B5, პანთოტენატი-0.419 მგ 3. C ვიტამინი, ასკორბინის მჟავა – 0.577 მგ 4. ვიტამინი B1, თიამინი – 0.049მგ 5. ვიტამინი B6, პირიდოქსინი — 0,203 მგ 6. E ვიტამინი, ალფა-ტოკოფეროლი, ტოკოფეროლის ექვივალენტი – 0.427 მგ7. B2, რიბოფლავინი — 0,184 მგ 8. PP, ნიკოტინის მჟავა, ნიაცინის ექვივალენტი – 1.879 მგ 9. B9, ფოლიუმის მჟავა — 3,904 მკგ. 10. B4, ქოლინი — 10,093 მგ. გარდა ამისა მშრალ ხილში ისეთი სასარგებლო შენაერთებია აღმოჩენილი როგორიცაა ფილიხილონი ( К ვიტამინი К, შემადგენლობა — 59,494 მკგ 100 გრამ პროდუქტზე) და ბეთაინი 0.399 მილიგრამი 100 გრამ პროდუქტზე) მიკროელემენტები 100 გრამ ქლიავის ჩირში 1. ფოსფორი — 68,773 მგ 2. მაგნიუმი — 40,836 მგ 3. კალიუმი — 731,294 მგ 4. ნატრიუმი — 1,944 მგ 5. კალციუმი — 42,106 მგ 6. ფტორი — 3,966 მკგ საშუალო ზომის 1 ცალი ქლიავის ჩირი დაახლოებით 15 გრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ 1 ცალ ნაყოფში დაახლოებით 36 კალორიაა. სტანდარტულ 200 გრამიან ჭიქაში დაახლოებით 250 გრამი შავი ქლიავი თავსდება. მისი ენერგეტიკული ღირებულება 600 კალორიაა.

ჩირის საშრობი აპარატების სხვადასხვა მოდიფიკაციას და ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://www.facebook.com/ENLILIi

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s