გორში ,,ჰათჰა იოგა”-ს ცენტრი გაიხსნა

რატომ იოგა? ამ კითხვით მივმართეთ გორში, ახლადგახსნილ იოგას ცენტრის ინსტრუქტორს- სოფიო ტალახაძეს.

სოფო1დღევანდელი ცხოვრების ზეაჩქარებული წესიდან გამომდინარე ადამიანი უმეტესობას აწუხებს სტრესი, გადაღლილობა, ჭარბი წონა და ხერხემლის პრობლემები. იოგას ვარჯიშის დროს ადამიანი იღებს რელაქსაციურ, გამაჯანსაღებელ და თერაპიულ ეფექტს. ეს შედეგი ვარჯიშის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში უკვე იგრძნობა და ერთ თვეში უკვე სტრუქტურულ სახეს იღებს. იოგა არის პრევენციული მედიცინა რომელიც გაძლევს შესაძლებლობას იცხოვრო ექიმებისა და წამლების გარეშე.

როდის დაინტერესდით იოგით?

ბავშვობიდან ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიყავი დაკავებული. ვცეკვავდი და დავდიოდი სხვადასხვა სპორტის სახეობებზე. 25 წლიდან აქტიურაად ვარჯიშობდი ფიტნეს დარბაზში, ტრენაჟორები და აერობიკა. იოგასთან ჩემი შეხება მოხდა 2016 წელს, ეს იყო სრულიად განსხვავებული შეგრძნება, როდესაც ვაჯიშის პროცესი სრულიად შენზეა მორგებული, აკვირდები სუნთქვას, იწყებ შენი თავის გაცნობას და აკეთებ იმ ვარჯიშებს რომელიც შენს სხეულს იმ მომენტში სჭირდება. შემდეგ გავიცანი „YogaRooms”-ის დამფუძნებული დავით კანდელაკი, რომელმაც სულ სხვა სახით დამანახა იოგა. მისი მიდგომები ვარჯიშის დროს კომპლექსურია. მე მივდიოდი სახლში, სადაც მხვდებოდნენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, დავითი გვიმზადებდა გემრიელ ჩაის და ვარჯიშის დროს ამყარებდა თითოეულ ადამიანთან იდივიდუალურ კონტაქტს. ეს იყო ჩემთვის თერაპია. ფიზიკური და ფსიქოლოგიური განტვირთვა. დასვენება.

ბევრ ადამიანს აქვს სურვილი დაკავდეს იოგით, თუმცა უჩნდებათ კითხვა ეს ხომ არაა რაიმე რელიგია და ამით ხომ არ დაარღვევს თავის სჯულს?

იოგა არის სანსკრიტული სიტყვა რომელიც ნიშნავს შერწყმას. ადამიანმა უნდა იპოვნოს თავისი ინდივიდუალური სული, თავისი „მე“ ამით ის იპოვნის თავის უნივერსალურ სულს ანუ ღმერთს. ადამიანის სულისა და უნივერსალური სულის შერწყმის პროცესს ქვია იოგა.

იოგა არის თვითშემეცნება, რომელიც გვეხმარება ჩვენი თავის უკეთ გაცნობაში და სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაში.

იოგაში სხვადასხვა პოზებს ასანას უწოდებენ. ასანებით ვცდილობთ ფიზიკური ჯანმრთელობის მოპოვებას, ენერგიის განახლებას და აქ და ამჟმად ყოფნას. სხეულზე კონცენტრირებით ვცდილობთ სხვა ფიქრები მოვიშოროთ და მივიღოთ ვარჯიშის პროცესისგან სიამოვნება. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ.

რას ურჩევთ ვარჯიშის დაწყების მსურველებს?

გადადგან პირველი ნაბიჯი და მოვიდნენ პირველ გაკვეთილზე. ხშირად ადამიანებს გვეშინია იმის გაკეთება, რაც არ ვიცით და ეს ნორმალურია. შეიძლება აღმოჩინო რომ იოგა შენი სტილი არ არის და ამ ეტაპზე სხვა ტიპის ვარჯიში გჭირდება. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ინდივიდუალური მიდგომა იქნება და ყველა ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება გათვალისწინებული.

იოგას ვარჯიში შეუძლია დაიწყოს ყველამ. თინეიჯერმა, შუა ასაკის ადამიანმა, ჭარბ წონიანმა და კარგ ფორმაში მყოფმაც. არ აქვს მნიშვნელობა მოქნილი ხარ თუ საერთოდ არ ქონია შეხება ფიზიკურ აქტივობასთან.

თუ გუნდა იყო ჯანმრთელი, დაისვენო, და ფიზიკურად გაჯანსაღდეს შენი სხეული, მაშინ გაქვს შესაძლებლობა მოხვიდე ჩვენთან და ივარჯიშო.

ქ. გორი, მარაბდელის 24 (რკინიგზის სადგურის დასახლება)

Guest House Nukri

ტელ: 598 10 50 74

Facebook Group: Yoga Class Gori

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s