ვერმიკომპოსტის წარმოება გორში

7 თებერვალს სადემონსტრაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა გორის რაიონ სოფელ კარალეთში – ზაზა ხარიბეგაშვილის ვერმიკომპოსტის საწარმოში. ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო ასოციაცია ,,ელკანას” ტრენინგს, სადაც მათთვის გაზიარებულ იქნა ბიომეურნეობის შესახებ ინფორმაცია, შემდგომ გადაინაცვლეს ვერმიკომპოსტის საწარმოში, მათ მასპინძელმა ზედმიწევნით გააცნო მეურნეობის სპეციფიკა ბოლოს კი გამოთქვა მზადყოფნა გამოცდილების გაზიარებისა ნებისმიერი მსგავსი წარმოების დაწყების მსურველისთვის.

20190206_132057,,მამა-პაპისგან ვიცი, ჭიაყელა თუ ცხოვრობს მიწაში, მაშინ მიწა ღონიერია.  ერთი წლის წინ დავინტერესდი ჭიაყელის მოშენებით და გამოვიყენე ასოციაცია ,,ელკანას” შემოთავაზება, მათი ფინანსური დახმარებითა და კონსულტაციებით ავაშენე ვერმიკომპოსტის საწარმო. ხელშემწყობი პირობები მაქვს, რადგან ძროხები მყავს და ნაკელი დიდი რაოდენობით გროვდება, რაც წარმოების მთავარი ნედლეულია.

პირველ ეტაპზე ჩემს მიწას ვუზრუნველყოფ, ხოლო მომავალი წლიდან უკვე ბაზარზე გავიტან სარეალიზაციოდ.  საქმე შრომატევადია, თუმცა არც დიდად ხარჯიანი. სამომავლოდ ვგეგმავ გავაფართოვო წარმოება და ბაზარს შევთავაზო, როგორც ვერმიკომპოსტი ასევე ჭიაყელა”. – განაცხადა ზაზა ხარიბეგაშვილმა.

20190206_132421,,I FAD”-ელკანას პროექტის კოორდინატორის, სოფიო ბარბაქაძის თქმით ,,ჩვენი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოვაწყოთ სადემონსტრაციო ნაკვეთები, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: კენკრა, დაფნა, ხურმა, თაფლი, ვერმიკომპოსტი და სხვა.

სადემონსტრაციო ნაკვეთების მთავარი მიზანია, დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ  თავიანთ საცხოვრისთან ახლოს ჰქონდეთ საშუალება გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და შეძლონ წარმატებული მოდელების საკუთარ მეურნეობაში გადატანა.

ჩვენს ბენეფიციარებს, გარდა იმისა, რომ ეძლევათ საშუალება ნახონ სხვადასხვა სამეურნეო კულტურის ნიმუში და გამოსცადონ ტექნოლოგიები პრაქტიკაში, ასევე ვთავაზობთ ტრენინგებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით ვაწვდით თეორიულ მასალას.  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის კომბინაციას მივყავართ სასურველ შედეგამდე. პროექტის ფარგლებში ასევე გვაქვს საგრანტო კომპონენტი, რომელიც გულისხმობს 40%-იან თანადაფინანსებას”.

პროექტი დაფინანსებულია ,,I FAD”-ის და ,,JEFF” -ის მიერ, რომილის ადმინისტრირებასაც ახდენს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო განმხორციელებელი ორგანო არის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s