ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლები და გამოწვევები

20181014_172701პროექტის “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი” ფარგლებში, სოფლებს – სასაშს, ხელედს რცხმელურს და წანაშს ვესტუმრეთ და ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ვესაუბრეთ, უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ერთერთი უმთავრესია ახალგაზრდების ინტენსიური მიგრაცია, ადგილობრივები მიზეზად ქვემო სვანეთის რეგიონში არსებულ ტოტალურ უმუშევრობას ასახელებენ, ამასთან დაკავშირებით სოფელ სოფელ რცხმელურში მცხოვრებმა ვაჟა ტვილდიანმა განგვიცხადა – ,,ჩემს ახალგაზრდობაში ოჯახში 7-10  სული ცხოვრობდა საშუალოდ, თითოეულ წევრს თავისი საქმე ქონდა და ვის ეცალა წასვლაზე საფიქრალად, ახლა სხვა დროა. მექანიზაციამ შრომა გაადვილა თუმცა ხალხიც გააზარმაცა და ადვილი ლუკმა-პურისთვის ახალგაზრდების ნაწილი დედაქალაქში გადაიხვეწა, ზოგიც საზღვარგარეთ წავიდა, დავრჩით ძირითადად ასაკოვანი ხალხი, ჩვენი  შემოსავალი პენსიაა და თითო-ოროლა ძროხა რომლის საძოვებლადაც მათი მდინარის მეორე მხარეს გადადენაა საჭირო თუმცა ხიდი წყალმა წაიღო და თუ ახალი არ გაკეთდა, მსხვილფეხა პირუტყვის გარეშე დარჩენაც გვემუქრება, წელს  ფაროსანა გამოჩნდა და ვშიშობთ თუ დროულად არ ჩაერია  ხახელმწიფო, მცირე მიწაზე მოყვანილ ზამთრის სარჩოსაც ვეღარ შევიტანთ სახლში”.

20181013_184404ქვემო სვანეთის სოფლებში ძირითადად პრობლემები იდენტურია თუმცა ჰესის ხელედულა-3-ის აშენების საკითხი ზოგიერთ  სოფელში უფრო მწვავედ დგას, ამასთან დაკავშირებით სოფელ წანაშის მკვიდრის ზაზა ლიპარტელიანის ვესაუბრეთ – ,,ადგილი სადაც გვირაბ უნდა გაიჭრას სოფელთან კრიტიკულ სიახლოვეშია, სულ 800 მეტრითაა დაშორებული ჩვენგან, თვითონ მთა გეოლოგიურად არამდგრადია და მასზე გვირაბის მშენებლობის დროს აუცილებლად გამოიწვევს ქანების ჩამოწოლას დასახლების მიმართულებით, მეორე პრობლემაა ის, რომ მდინარე ხელედურა უნდა გადაიტანონ გვირაბში, რაც ნიშნავს, რომ ღელეებიდან ჩამოსულ უზარმაზარი რაოდენობის ინერტულ მასალას მდინარე ვეღარ გაიტანს და მეწყერს თუ გადავურჩით, ჩამოტანილი ინერტული მასალის დაგროვება მაინც შეგვიქმნის პრობლემას.

სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებისთვის საჭიროა გზების გაყვანა, რაც ნიშნავს უამრავ მოჭრილ ხეს, ფერდობებზე დაყრილ მოჭრილ კლდეს, რაც თავისთავად ზვავის და მეწყერის რისკს კატასტროფულად ზრდის. მდინარის გადაკეტვა თავისთავად გამოიწვევს აქ არსებული ფაუნის გაქრობას. მოგეხსენებათ, ლენტეხის რაიონის 3 ძირითადი მდინარიდან მხოლოდ ხელედურაში ბინადრობს წითელ წინწკლებიანი კალმახი. ფლორის და ფაუნის ხელყოფა თავისთავად ზღუდავს დღეს არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს.

ორი წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა, გვაქვს გეოლოგიური დასკვნები 1987, 2005 და 2011 წლების, რომლის მიხედვითაც ჩვენს ხეობაში დაუშვებელია მსგავსი ობიექტის მშენებლობა. ამის საფუძველზე განცხადებები შევიტანეთ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში და არასამთავრობო ორგანიზაციაში. გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც უარყოფითი გეოლოგიური დასკვნები აქვს გაცემული წინა წლებში ახლა ყოყმანის მდგომარეობაშია. ამ წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო ჰესის მშენებლობა, მაგრამ  ვერ დაიწყო ჩვენი პროტესტის, უარყოფითი გეოლოგიური დასკვნის და არასრულყოფილი გზშ-ს არსებობის გამო, თუცა მშენებლობის განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. სამუშაოების დაწყებას ცდილობენ იმ პირობებში, როდესაც გარემოს დაცვის სამმართველოს მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

პროექტის განხილვა იგეგმებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. უკვე მესამედ შევიკრიბეთ დათქმულ დროს და არ მოვიდნენ, მოგვატყუეს კიდევ…

ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა ისე ვართ ადაპტირებული ამ მდინარესთან და მთებთან, ვიცით თუ როგორ ვიურთიერთოთ, 2 ხეც რომ მოიჭრას არასწორად მთელ სოფელს წალეკავს. წარმოიდგინეთ რა შედეგები მოყვება მშენებლობაში ჩართული ტექნიკის გადაადგილებისთვის საჭირო გზის გაყვანას, გაიჭრება უზარმაზარი ასწლოვანი ტყის მასივები, მოჭრილი ქანები დაიყრება ფერდობზე, რაც გადაიქცევა ზვავების და მეწყერების პოტენციურ მაპროვოცირებლად.

გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ მივდივართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, კი ბატონო, თუ სხვა გამოსავალი არაა გამოგვინახონ იგივე სვანეთში ალტერნატიული ადგილი, სადაც მთელ სოფელს ერთად ჩაგვასახლებენ”.

სოფელ ხელედსა და საშში მცხოვრები მოსახლეობაც  საუბრობს მიგრაციის, უმუშევრობის, საგზაო იფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის პრობლემებზე ასევე აღნიშნავენ, რომ შეეზღუდათ ტყეში შეშის ჭრის შესაძლებლობა, რაც წლების განმავლობაში ოჯახებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s