20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, გაეროს მონაცემებით მთელს მსოფლიოში 8, 5 მილიონი ლტოლვილი და 25 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია აღრიცხული. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 250 ათასამდე ადამიანი ატარებს დევნილის სტატუსს.
2009 წელს, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასაოციაციამ“ გორში განახორციელა პროექტი – „სოციალური მუშაკის ინსტიტუტისა და შემთხვევის მართვის სისტემის განვითარება ქალაქ გორში“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილების ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათი სოციალური ინტეგრაციის მიზნით დანერგილიყო შემთხვევის მენეჯმენტის სისტემა.
სიუჟეტში მოისმენთ ასოციაციის ბენეფიციარებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას გიამბობენ. დევნილები იხსენებენ, თუ რა დახმარება გაეწიათ აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას.
პროექტი ერთ-ერთი მაგალითია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვა და სხვა ორგაზაციებისა და საზოგადოების ჩართულობას დევნილთა ინტეგრაციასა და პრობლემების მოგვარებაში.