ევროპარლამენტის მოდელირება – ქუთაისი

დასახელება: ევროპარლამენტის მოდელირება – ქუთაისი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
ევროპარლამენტის მოდელირება 2018
16, 17, 18 თებერვალი – ქუთაისი

დაიწყო რეგისტრაცია ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ სიმულაციაში ევროპარლამენტის მოდელირება 2018 დელეგატების შესარჩევად.
2018 წლის 16, 17, 18 თებერვალს ქ. ქუთაისში საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებსა და ვორქშოპებში ევროპოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე.
“ევროპარლამენის მოდელირება” – ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.
პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი სახის საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:
** გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
** გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
** ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
** მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
** გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი საქართველოდან.
ევროპარლამენტის მოდელირება აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდეს და აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან პარტიებში 28+1 ფორმატით და განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს, რაც დღეს მსოფლიოში დგას დღის წესრიგში.
თარიღი: 2018 წლის 16, 17, 18 თებერვალი, ქ. ქუთაისი.
ასაკი: 15-დან 25 წლამდე.
სამუშაო ენა: ქართული.
დრესკოდი: ოფიციალური.
ინდივიდუალური დელეგატის მონაწილეობის საფასური შეადგენს:
2018 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებულთათვის – 50 ლარი.
2018 წლის 30 იანვრის შემდეგ რეგისტრირებულთათვის – 65 ლარი.
საფასური ფარავს პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, ლანჩისა და სერტიფიკატის საფასურს, აგრეთვე დახურვის საზეიმო ღონისძიებაში დასწრების უფლებას.
ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული პარტიიდან, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა სახის პრიზებს ჩვენი სპონსორებისგან.
ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი “ევროპარლამენტარი” გაემგზავრება ბრიუსელში ევროპარლამენტში და სხვა ევროპის უმაღლეს ორგანოებში სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით!
ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო კომიტეტს – საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გადაეცემა გრანტი – 1000 ლარი.
სამახსოვრო პრიზებს საუკეთესო დელეგატებს გადასცემენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიროვნებები.
დელეგატობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე: https://goo.gl/FEKTc8
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტით: eapmodelling@gmail.com
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s