ახალგაზრდა ქალი, რომელიც დუხჭირმა ცხოვრებამ აიძულა თურქეთში სამუშაოდ გადახვეწილიყო

12246601_1495550387441789_4627251064063108757_nჩვენ ვესაუბრეთ სალომე მეფარიშვილს, რომელიც დუხჭირი ცხოვრების გამო უკვე ერთი წელია თურქეთშია გადახვეწილი ლუკმა-პურის საშოვნელად.
სალომე, მოგვიყევით თქვენს შესახებ
სკოლა რომ დავამთავრე მალევე ოჯახი შევქმენი, ბავშიც მეყოლა, ოჯახს მეტი ფინანსები სჭირდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე მემუშავა, მაგრამ ვერაფერი ვნახე. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მესწავლა და საკუთარი შემოსავლით უზრუნველმეყო ჩემი ცხოვრება, სამედიცინო სასწავლებელი წარმატებით დავამთავრე, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით ქარელის საავადმყოფოში მედდის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა სადაც 130 ლარი მქონდა ხელფასი, ეს იყო ოჯახის შემოსავალი პლიუს სოციალური შემწეობა, რომელიც მოგვიანებით მომიხსნეს, რადგან ბაზაში ხელფასი დამიფიქსირდა. 
როგორ მიხვედით თურქეთში წასვლის გადაწყვეტილებამდე?
ერთი შვილი მყავს, ოჯახს უამრავი რამ ჭირდება ჩემი ხელფასი კი საკვებშიც არ გყოფნიდა. იძულებული გავხდი ბანკებში სესხი ამეღო, მეუღლეც ვერ შოულობდა სამსახურს, პერიოდულად თუ გამოუჩნდებოდა მძიმე სამუშაო. სესხს ვეღარ ვიხდიდით… საკრედიტო ოფიცრები დღე ერთი იყო და ათჯერ რეკავდნენ. გაუსაძლისი გახდა ცხოვრება და გადავწყვიტეთ თურქეთში წამოვსულიყავით ბედის საძიებლად.
ამჟამად რას საქმიანობთ თურქეთში?
ჩემი პროფესიით ვმუშაობ ექთნად ოჯახში, აქ შაბათ-კვირას ვისვენებ და ამ დროს ვიყენებ დამატებითი სამუშაოს შესასრულებლად რათა დამატებითი თანხა გამოვიმუშაო. საქართველოში გაგზავნილი თანხის 80% ბანკში სესხების დასაფარად მიდის.
როგორია თქვენდამი თურქების დამოკიდებულება?
ჩემთან მიმართებაში დამოკიდებულება ნორმალურია, თუმცა უცხო ქვეყანაში ყოფნა ძალიან რთულია, რადგან რადიკალურად განსხვავდება აქაურების ცხოვრების წესი, ტრადიციები და სოფლმხედველობა. იძულებული ხარ გადმოეწყო აქაურ ყაიდაზე.
რას ურჩევდი თურქეთში სამუშაოდ წამოსვლის მსურველებს?
მე სტამბულში ვცხოვრობ, აქ ყველაფერია, ლამაზია ყველაფერი, სუფთა, მოწესრიგებული ქუჩები, სკვერები და კაფეები თუ სავაჭრო ცენტრები, თუმცა ყველაფერს დიდი შრომის შედეგად მიაღწია ამ ხალხმა და აქ  ჩამოსულთაგანაც მაქსიმუმს მოითხოვენ. აქ საქმე უნდა აკეთო შენი დარდი, ტკივილი და ნოსტალგია არავის აინტერესებს.  თუ საქართველოში სახლი გაქვს, ასევე უზრუნველყოფილი ხარ მინიმალური, სტანდარტული შემოსავლით და ბანკებიც არ გავიწროვებენ აქ წამოსვლას ჯობს საქართველოშივე შეეცადო მაქსიმუმის გაკეთებას და არ ითაკილო გასამრჯელოს სანაცვლოდ თუნდაც დამლაგებლობა ან სხვა სამუშაო.                                                                                                                                       როგორ საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობ?                                                                           მინდა ჩემი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი, წელში გამართული იყოს, მე და ჩემი მსგავსი ოჯახები უზრუნველყოფილი ვიყოთ ელემენტარული სამსახურით რათა ჩვენი შრომით შევიძინოთ სახლი,  ვუზრუნველყოთ ოჯახი ელემენტარული საჭიროებებით და ჩვენ შვილებს მივცეთ ნორმალური განათლება. ჩემი ასაკის ხალხი, ვინც ქვეყანას უნდა ვაშენებდეთ და ვაძლიერებდეთ გადახვეწილები ვართ და სხვა სახელმწიფოების კეთილდღეობას ვუზრუნველყოფთ. მინდა ჩემ ქვეყანაში გაჩნდეს ყველა ემიგრანტისთვის ღირსეულად დაბრუნების პერსპექტივა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s