სოფელ კნოლევში ფერმერ ქალთა ასოციაციამ ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

20171129_151509 (2)29 ნოემბერს, ფერმერ ქალთა ასოციაციამ კონფლიქტისპირა სოფელ კნოლევში შეხვედრა გამართა ფერმერ ქალებთან, შეხვედრაზე ისაუბრეს კოოპერატივის შექმნაზე და ამ ფორმატით დამფუძნებლებისთვის და სოფლისთვის უფრო მეტი სიკეთის მიღების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მეურნეობების პორტფელებს, თუ რომელი ჯიშები და სახეობებია მოთხოვნადი ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე, რომელ კლიმატურ ზონაში რა კულტურული მცენარეების რა სახეობები ხარობს და ა.შ.  

ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ირინე ფხოველიშვილის განცხადებით – ,,ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ზრუნავს ხელი შეუწყოს ფერმერებს განვითარებაში რათა  შემდგომ ყველამ ერთად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია- სოფელ კნოლევში ვიზიტი, რადგან პრაქტიკულად ეს და მსგავსი ადგილები არის ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობის ნათელი სურათი, განსაკუთრებით გრძნობ რაოდენ ფაქიზია და მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის თავისი მხარე, უამრავი დამწვარი სახლი ვნახე, და ვნახე ისიც, სხვისი დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით როგორ აღდგენს მოსახლეობა მომხვდურის მიერ განადგურებულ, გადამწვარ საცხოვრისებს. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი გვერდში დავუდგეთ ამ ხალხ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით, შეხვედრიდან მიღებულ ინფორმაციას დავამუშავებთ და გამოვკვეთთ მიმართულებებს სადაც ჩვენი დახმარება სოფლისთვის უფრო ეფექტიანი და სასარგებლო იქნება, რის შემდეგაც დავიწყებთ უკვე პროგრამების განხორციელებას“.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s