ასახელება: ევროპარლამენტის მოდელირება 2017 – ბათუმი |
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი |
გამოქვეყნდა: 24 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ |
![]()
პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი სახის საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს: ** გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები ევროპარლამენტის მოდელირება აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში 28+1 ფორმატით და განიხილავენ სხვა და სხვა აქტუალურ თემებს რაც დღეს მსოფლიოში დგას დღის წესრიგში. თარიღი: 9-11 დეკემბერი, ქ ბათუმი, სასტუმრო “ინტუსრისტი” მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს. პროექტში შერჩევის შემდეგ არ-მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება! ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული კომიტეტიდან, რომლებიც მიიღებენ სხვა და სხვას ახის პრიზებს ჩვენი სპონსორებისგან. ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი “ევროპარლამენტარი” გაემგზავრება სტრასბურგში ევროპარლამენტში და სხვა ევროპის უმაღლეს ორგანოებში სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით! ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო კომიტეტს – საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გადაეცემა გრანტი 1000 ლარი. სამახსოვრო პრიზებს საუკეთესო დელეგატებს გადასცემენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიროვნებები! დელეგატობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdg948enkAntVeLQDp2GcuyHA0YOIHAdY5etSpC55RbtFBSEg/viewform?c=0&w=1&usp=mail_form_link (აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი) კომიტეტის თავმჯდომარის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1RNYOlj_t_WCEzjEV5NFV6KeHg89DYlyyEJVJzSPnL2k/viewform?edit_requested=true (აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 01 დეკემბერი) კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობები: ** კომიტეტში განსახილველი თემის მომზადება კომიტეტის თავმჯდომარეების ტრანსპორტირება და სასტუმრო დაფინანსებულია სპონსორების მიერ. |