ვაინახური კულტურის დღეები გორში

ვაინახური კულტურის დღეები 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით გაიხსნა.

 ggფარგლებში გორის უნივერსიტეტში შეკრებილ მსმენელები გაეცნენ ვაინახურ თემაზე შექმნილ წიგნებს: “ქისტები”, “აბრაგები”, “ქისტური ადათ-წესები”, “ვაინახების ხელოვნება”, “მონადირის მოგონებები”, “ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში” და სხვა.

ქისტმა უხუცესებმა ხასო ხანგოშვილმა და ზაურ გუმაშვილმა წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე “ქისტები – წარსული, აწმყო და მომავალი, მათი ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი, ქისტების როლი საერთო კავკასიური კულტურისა და ურთიერთობების განვითარების საქმეში”; ზელიმხან წუწაშვილმა კი ისაუბრა ქისტების ადათობრივი კოდექსის შესხებ, შემდგომ გაიმართა ანსამბლ “პანკისის” კონცერტი. შეხვედრა ქისტური – ცეცხლოვანი ცეკვით დასრულდა.


8 ნოემბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია”კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი იზა ბექაური ისაუბრებს ქისტ ქალთა საბჭოს და მათი როლის შესახებ პანკისის ხეობის განვითარებაში სფეროში. ნაჩვენები იქნება პანკისსა და ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლები; ქისტი პოეტები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ, მექა ხანგოშვილი კი ისაუბრებს ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის შესახებ, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ვაინახი პოეტების შემოქმედებაში;

15:00 საათზე გაიმართება დუისის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის სპექტაკლის “ღია შუშაბანდის” ჩვენება.

10 ნოემბერს, 13:00 საათიდან ვაინახური კულტურის დღეები სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება; 15:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “ქისტები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მწერლობასა და პოეზიაში”. ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან – ამირან არაბულთან, ეთერ თათარაიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თიანათინ მღვდლიაშვილთან და ერეკლე საღლიანთან.

ვაინახური კულტურის დღეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურება.

ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s