“GASW” მხარს უჭერს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განავითარონ სოციალური მუშაობა ორგანიზაციულ კონტექსტში

“საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” მხარს უჭერს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განავითარონ სოციალური მუშაობა ორგანიზაციულ კონტექსტში, რისთვისაც განახორციელა 2 დღიანი სატრენინგო კურსი თემაზე “სოციალური მუშაკის როლი სოციალური კეთილდღეობის სისტემასა დასოციალურ ადვოკატობის პროცესში“. ტრენინგი დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად სოციალური მუშაობის მიმართულებით. ტრენინგი ტარდება მთელი საქართველოს მასშაბით მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.IMG_6248

,,ტრენინგის მიზანი არის გადაამზადოს და გააძლიეროს ადგილობრივი სამოქალაქო – საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მასშტაბით.

20245503_10203517347890893_2682336357190919913_nტრენინგი ტარდება ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი დასავლეთ საქარტველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის ბორჯომში.

პროექტის მიზანი გახლავთ სოციალური სამუშაოს პროფესიული განვითარება და ამ მიზნის განსახორციელებლად რამდენიმე მიმართულება გვაქვს, მათ შორის საგრანტო მიმართულებაც.

ამ ტრენინგის გავლის შემდგომ ორგანიზაციების წარმომადგენლები უკეთ გაიაზრებენ სოციალური სამუშაოს როლს, როგორც კეთილდღეობის სისტემაში, ასევე თავიანთი ორგანიზაციების კონტექსტით. ერთ-ერთი კრიტერიუმი რომლითაც მონაწილე ორგანიზაციები შევარჩიეთ, იყო ვისაც გააჩნია სოციალური მუშაკის კომპონენტი, ან სურს ამ მიმართულების განვითარება, ასევე ორგანიზაციები რომელთაც არ აქვთ, თუმცა სურთ ზემოაღნიშნული კომპონენტის განვითარება. ჩვენ გვინდა ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გავაგრძელოთ მათთან თანამშრომლობა სამომავლოდაც”. განაცხადა პროექტის ,,სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში” – მენეჯერმა – ქეთი გიგინეიშვილმა

20170922_101930სოციალურ მუშაკასოციაციის წევრის – თინათინ ჭელიშვილის თქმით ,,გახლავართ ასოციაციის წევრი და აქტიურად ვადევნებ თვალყურს ასოციაციაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ჩემი პროფესიის ადამიანების გაძლიერებისკენ არის მიმართული. ასოციაცია ჩვენი მხარდამჭერია და ხელს გვიწყობს განვვითარდეთ პროფესიული და პიროვნული მიმართულებით. ტრენინგების, სხვადასხვა პროფესიული შეხვედრების თუ სემინარების მეშვეობით.

დღევანდელ ტრენინგზე გავიცანი ბევრი პროფესიონალი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში მუშაობენ და ჩვენთვის მნიშვნელოვან დამხმარე კომპონენტს წარმოადგენენ. ასეთი სამუშაო შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის და არამარტო. სხვა პროფესიის ადამიანებიც თუ აქტიურად იქნებიან ჩართული და გაიზიარებენ სოციალური სამუშაოს მნიშვნელობას და არსს, იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის”.
ბორჯომში ტრენინგი განხორციელდა დასავლეთ საქართველოში და სხვა რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

ტრენინგი ხორციელდება პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის
აღმოსავლეთ მეზობლობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s