სოფელი დაბა – ეკომიგრაციის პოტენციურ კერად იქცა

 

23 სექტემბერს ორგანიზაცია CENNის ორგანიზებით ცენტრალური და რეგიონული მედიაორგანიზაციებისთვის მედიატური მოეწყო, რომელთაც სატყეო დარგის ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის და ეროზიის ექსპერტებთან, ასევე cenn – ის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის და უცხოელი ექსპერტების თანხლებით, ბორჯომის  ნახანძრალი ტყეები მოინახულეს და ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასება გააკეთეს:

dgdt.png

ორგანიზაცია CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის – რეზო გეთიაშვილის შეფასებით:  ,, აქ არის, როგორც ისტორიული ღვარცოფული კერები, ასევე  2008 წლის ხანძრის შემდგომ წარმოქმნილი კრიტიკული ლოკაციები. საქმე გვაქვს შეუქცევად პროცესებთან, რომელმაც შესაძლოა ტყის აღდგენა ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მუშაობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროცესების მართვა კიდევ შესაძლებელია.

20170923_133916

მოსამზადებელია პროექტი თავისი ბიუჯეტით, რათა 2018 წლის სახელმწიფო ხარჯებში აუცილებლად მოხდეს ყველა იმ თანხის გათვალისწინება, რაც საჭირო იქნება პროცესების თანმიმდევრულად განსახორციელებლად. თუ 2018 წელი ხელიდან გავუშვით, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ  ამ ხეობის აღდგენას აღარ ვაპირებთ.  ამის გამო მოგვიწევს ყოველწლიურად ძალიან დიდი ფინანსური რესურსის ხარჯვა სოფლის დაცვისა და მოსახლეობის ფიზიკური გადაჩენისთვის. პროცესების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში ხეობაში ყოველწლიურად ჩამოივლის ღვარცოფული ნაკადები, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის  დაახლებას, სანამ გვექნება სოფელი დაგვჭირდება კოლოსალური თანხების დახარჯვა  მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენისთვის.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ სტიქიის და ბუნებრივი კატასტროფების მართვაზე, აქ მხოლოდ მხოლოდ პრობლემის აღმოფხვრა არ იგულისხმება, დღეს უკვე საჭიროა აღდგენითი პროცესების დაწყება, მაგრამ მანამდე არის ძალიან ბევრი რამ გასაუმჯობესებელი დაწყებული რისკფაქტორების შემცირებით და მუდმივი მონიტორინგით, შესაქმნელია პრევენციიდან რეაგირებამდე ბუნებრივი კატასტროფების მართვის სწორი და კარგი სისტემა”.

natia

,,სოფელ დაბას მიმდებარედ დამწვარი ტყის თითოეული მონაკვეთის მდგომარეობა ცნობილი გახდება დეტალური შესწავლის შემდეგ. სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას, ჩვენ ველოდებით არასამთავრობო სექტორიდან და სამეცნიერო წრეებიდან

წარმომადგენლებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან იმუშაონ ადგილზე. სწორედ ამ კომისიის დასკვნების საფუძველზე შევა კორექტირება ტყის აღდგენის პროცესში, რომელიც ამ ტერიტორიებისთვის არსებობდა.  ჩვენ 2013 წლიდან ვმუშაობდით ამ ზონაზე და წელს სრულდებოდა პირველი 250 კრიტიკული მონაკვეთის აღდგენა.

მადლიერი ვარ ყველა იმ სახელმწიფოსი, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების და კერძო პირების, რომელთაც გამოთქვეს სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს დამწვარი ტყის აღდგენის საქმეში. თუმცა აქ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი. ჩვენ  ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი იყოს კოორდინირებული. პირველ რიგში ვგეგმავთ საკოორდინაციო შეხვედრის განხორციელებას დონორების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადაც უკვე დავკონკრეტდებით არსებული რესურსები სად მივმართოთ სწორად და რაც მთავარია იყოს გამჭვირვალობა, რომ საზოგადოება დააკვირდეს პროცესებს”. – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანაშვილმა.

vbsrthjrfyukjtsrgfგარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთა: – აქ ჩამოვედით კვალიფიცირებულ, ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად. ვიწყებთ კომისიის შექმნას, სადაც შევლენ გეოლოგები, ნიადაგმცოდნეები, ეკოლოგები, ბიოლოგები და მეტყევეები. ჩვენ გავითვალისწინებთ როგორც CENN – ის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, ისე შესწავლის მასალებს, რათა დაიგეგმოს ტყის აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები, ეს უნდა იყოს კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმა. არ შეიძლება ფერდობებიდან ახლავე გადამწვარი ხეების გამოტანა, იმიტომ, რომ მატი ფესვები მათი ფესვები კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეროზიის რეგულაციის თვალსაზრისით.  ამიტომ ღონისძიებები უნდა იყოს ეტაპობრივი ბუნებრივი განახლების და მეორეს  მხრივ სპეციალურად შერჩეული მცენარეების შერგვა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ჩემი ვარაუდით,  ეს არის ადამიანების დაუდევრობა, ასევე კლიმატური პირობები. საშიშია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, განსაკუთრებით  შუშა, ქაღალდი, სიგარეტის ნამწვი ან მიტოვებული კოცონი.

გვაქვს მომზადებული ახალი ტყის კოდექსი, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს კოდექსი საშემოდგომო სასიაზე შევიდეს განსახილველად პარლამენტში. ამ კოდექსის ამოქმედება დაიწყება ეტაპობრივად. კანონპროექტი მოიაზრებს იმასაც, რომ უნდა გაიზარდოს სპეციალისტებისა და მეტყევეების რაოდენობა ტყის მართვაში. ეს არ ეხება მხოლოდ ხანძრების პრევენციას, რადგანაც ხანძრის პრევენციაც დაკავშირებულია ტყეების სწორ მართვასთან, რაც უფრო შემცირდება საოპერატორო ფართობითითოეულ მეტყევეზე პირდაპირპროპორციულად ამაღლდება მართვის ხარისხი.

Untitledგეოლოგის, დამოუკიდებელი ექსპერტის ლევან იოსელიანის თქმით: – ,,ხეობა შევისწავლეთ გეოლოგიური თვალსაზრისით, რამაც გვიჩვენა, რომ ტყის საფარის განადგურების შემდგომ იქმნება საფრთხე ფერდობებზე განვითარდეს საშიში გეოლოგიური პროცესები, რომლებიც შემდგომში წარმოქმნის ღვარცოფულ ნაკადებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის კერის მიმდებარედ არსებულ დასახლებებს.

მიმდებარე მთები აგებულია არამყარი დანალექი ქანებით დაადვილად ექვემდებარება გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად დაშლას, რაც ქმნის საშიშროებას ჩამოყალიბდეს გეოდეზიური პროცესები უფრო სწრაფად ვიდრე ვულკანური წარმოშობის ქანებზე.

ჩვენი კვლევის მიზანია – საფრთხეების გამოვლენა, შემდგომ რეკომენდაციების შემუშავება და დამცავი ღონისძიებების გატარება”.

წინასწარი მონაცემებით, 20 – 26 აგვისტოს ტყის ხანძრის შედეგად, ბორჯომში დამწვარია 752 ჰა ფართობი, საიდანაც 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალია. 

ტყის საფარის განადგურების შემდგომ შეიცვალა მთის ფერდობების მდგრადობა, ჩამოყალიბდა მეწყერული სხეულები, მოიმატა ნიადაგის ეროზიამ. ზედაპირულმა ნალექებმა და სხვა გამოფიტვის აგენტებმა დააჩქარა ფერდობის ამგები ქანების გამოფიტვის პროცესი, რაც სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამისი დამცავი ზომების მიღებას:

  • ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ტყის საფარის გაშენება და ნიადაგის არდგენა – ფერდობზე გაჩენილი ეროზიული პროცესების შესაჩერებლად.
  • ნაღვარევი ხევის კალაპოტის გაწმენდა ღვარცოფული მასალისგან, რათა ღვარცოფული ნაკადის გავლის შემთხვევაში, საფრთხე არ დაემუქროს სოფ. დაბის მოსახლეობას;
  • ატმოსფერულ ნალექებზე დაკვირვების წარმოება და შესაბამის პერიოდში ფერდობებზე ფართობრივი ჩამორეცხვების მონიტორინგი;
  • მეწყერული სხეულების დეტალური შესწავლა და მათ დინამიკაზე დაკვირვება;
  • გართულების შემთხვევაში, წინასწარი გამაფრთხილებელი სისტემის მონტაჟი.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s