სოფელ მერისის თემი, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

სოფელ მერისის თემის პრობლემების გასაცნობად მედიატური მოეწყო, ჟურნალისტების  და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა გაკეთებული შეფასებები, არსებული მდგომარეობის, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების.

FGHCENN-ის რეგიონული პროექტის მენეჯერის – ნინო გაფრინდაშვილის განცხადებით: ,,ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს ყველა რეგიონში მუშაობს გარემოსდაცვთი მიმართულებით. ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რომელი ჩვენ დავიწყეთ ქედის მუნიციპალიტეტში – ეს არის არსებული რესურსების გამოყენება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის განვითარებას. ეს პროექტი არის 4 წლიანი და ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ უკვე მაისიდან დვიწყეთ აქტიური მუშაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქედაში ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის საკითხებზე, სამომავლოდ ამ ჯგუფის ჩართულობით შეიქმნება ქედის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება პრიორიტეტული მიმართულებები განათლების, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების კუთხით. ინოვაციური პროექტების დაფინანსება მოხდება თანამონაწილეობის პრინციპით”.

FDG,,ქედის მუნიციპალიტეტში ხშირია მეწყერი, თითქმის ყოველ გაწვიმებაზე ხდება პროცესების გააქტიურება, რაც იწვევს ყოფით პრობლემებს, იკეტება გზები, მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, პრობლემას წარმოადგენს ასევე სოფლის მიმდებარედ ტყის მასივების ჭრა, რაც ეღთ-ერთი გამომწვევია მეწყრული პროცესებისა.  სასმელი წყლების არარაციონალური გამოყენება ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს, ვინაიდან არ არის სანიაღვრე არხები და წყალი რეცხავს ნიადაგის ზედა ნაყოფიერ ფენას, რაც ერთის მხრივ უმოსავლოს ხდის ნიადაგს, მეორეს მხრივ ხელშემწყობია მეწყრული პროცესებისა. სოფელ გარეტყეში 16 სახლია დამეწყრილი, აქედან 6-მა ოჯახმა მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრებელში უკვე მიიღო ბინა. 

ვფიქრობ, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია სატყეო სააგენტოს გაძლიერება საქმეში სპეციალისტების ჩართვით, რათა ტყეკაფები გამოიყოს გონივრულად.  თუ კი მოხდება ტყეკაფების რაციონალური გამოყენება, ეს არც ტყეს დააზარალებს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. ასევე აუცილებელია მოწესრიგდეს სანიაღვრე არხები, რომელიც გაატარებს წყლის ნაკადს და შეუერთდება მდინარეს”. – ამბობს CENN-ის წარმომადგენელი – ჯაბა ლორთქიფანიძე.

B,,ოდითგანვე იმეწყრებოდა ეს ადგილები, თუმცა ადამიანის უარყოფითმა ჩარევამ კიდევ უფრო გაამწვავა პროცესები, პრობლემის მოსაგვარებლად  გასულ წელს დავიწყეთ საწრეტი არხების მშენებლობა და მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები ტარდება სოფლის პროგრამის ფარგლებში.

ვაწარმოებთ ტყეების განაშენიანებას მრავალწლიანი ნარგავებით, ასევე გავაშენეთ ვაზი, კერძოდ ჩხავერის კულტურა. ვაზის ეს ჯიში ადვილად ებრძვის მეწყრული პროცესების გააქტიურებას თავისი წყლისადმი მაღალი მოთხოვნილების და მიწაში სპეციფიური, ქიმიური პროცესების გააქტიურების გამო”. – სოსლან თურმანიძე – სოფელ მერისის თემის სახელმწიფო რწმუნებული.

სოფელი მერისი ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილია ახლოს შესაძლებელია ნამონასტრევის ჩანჩქერის, სათევზიას, მინდია ჩხიკვაძის მარნისა და ნამციხვარის ციხის დათვალიერება, მინერალური წყლის გუნდაურის გასინჯვა.

მერისის თემი მდებარეობს მდინარე მერისის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. დაბა ქედიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 300 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

მერისის ადმინისტრაციული ერთეულში შედის დასახლებები: სოფელი მერისი, სოფელი სიხალიძეები, სოფელი ინაშარიძეები, სოფელი გარეტყე, სოფელი გუნდაური, სოფელი ნამონასტრევი და სოფელი სილიბაური.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s