ბოლო 1 წელია მდინარე მეჯუდას აუზი დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძეზე საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების განთავსების კერად იქცა, ამ პერიოდში მდინარის აუზის გასწვრივ 25-მდე ახალი ნაგავსაყრელი გაჩნდა. ნარჩენები იყრება, როგორც კერძო პირების, ასევე სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიების და დასუფთავების სამსახურის მიერ…
შეგახსენებთ, რომ მდინარის აუზის ტერიტორია რეკრეაციული მნიშვნელობისაა და ხშირად იყენებს მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიას , როგორც სავარჯიშოდ, ასევე საბანაოდ.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს:
