კურორტი გოდერძი – პერსპექტიული ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ლოკაცია

2017 წლის 23-25 აგვისტოს ორგანიზაცია CENN- ის ორგანიზებით მოეწყო მედიატური, სადაც ჟურნალისტები გაეცნენ კურორტ გოდერძიზე არსებულ მდგომარეობას, მწვანე ტბის, ალპური ბოტანიკური ბაღის  და კურორტ ბეშუმის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.

20170823_213827შპს- გოდერძის დირექტორის მოადგილის- გოჩა მელაძის განცხადებით – ,,ამჟამად გოდერძის კურორტზე მიმდინარეობს 6 პროექტი, სულ 80 მილიონი ლარის ღირებულების ესენია – სასტუმროების მშენებლობა, ასევე სწრაფი კვების და თხილამურების გასაქირავებელი ობიექტების და 112-ის შენობის მშენებლობა.

კურორტის 2017 წლის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია ცენტრალური გზიდან კურორტამდე მისასვლელი 500 მეტრი გზისა და შიდა საკურორტო 1 750 მეტრი გზის კეთილმოწყობა.აღნიშნული პროექტები დაახლოებით 4 მლნ. ლარით დაფინანსდა.

დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ღირებულების ხულო-გოდერძი, გოდერძი-ზარზმა გზის რეაბილიტაცია. მშენებლობის დაწყება იგეგმება 2018 წლის გაზაფხულიდან და დასრულდება 2019 წლის სექტემბერში, გზის რეაბილიტაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სახელმწიფო არის შუამავალი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, ეს პროექტები მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც. უახლოეს მომავალში კურორტიდან მომდინარე სიკეთეს იგრძნობს თითოეული აქ მაცხოვრებელი”.

UntitledCENN-ის რეგიონული კოორდინატორის, ირაკლი მიქელაძის თქმით – ,,აქ ძირითადი პრობლემა არის სუბალპური სარტყლის ცვლილება, ეს ნიშნავს, რომ 60 წლის უკან სუბალპური საზღვარი იყო დაახლოებით 150 მეტრით ზემოთ, დღეს ეს პრობლემა აშკარად სახეზეა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური, ანუ მოსახლეობის ზეგავლენით გამოწვეული,  ხოლო მეორე- ეს არის გადაძოვების პრობლემა, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვი ძოვს ახლად აღმოცენებულ ხეს და არ აძლევს ზრდის საშუალებას.

20170823_172032,,ალპური ბაღის მშენებლობა დაიწყო 2016 წელს, ეს იქნება ეკო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოხდება 800-მდე სახეობის მცენარის კონსერვაცია, ამჟამად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ – ეს  არის საპირფარეშოების, ბილეთების ჯიხურის და პარკინგის მოწყობა.  უკვე გამოცხადდა ტენდერი ალპური ხის სახლის მშენებლობაზე, რომლის მშენებლობაც მომავალი კვირიდან დაიწყება, დაგეგმილია მეფუტკრის სახლის მშენებლობაც.

ამ დროისათვის ალპური ბაღის მშენებლობისთვის დახარჯულია 700,000 ლარი. პროექტის დასრულების შემდგომ ხარჯი შეადგენს 2 მილიონ ლარს.

ალპურ ბაღში უკვე დასრულდა ბალახოვანი მცენარეების ინვენტარიზაცია, ტერიტორიაზე აღმოჩნდა 165 სახეობა. მომავალში ვგეგმავთ აჭარის რეგიონიდან შემოვიტანოთ 700 სახეობის მცენარე, შემდგომში სახეობათა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან შემდგომში მცენარეების შემოტანას დავიწყებთ აჭარის რეგიონს გარედანაც.

მომავალი წლიდან იგეგმება ალპური ბაღის გახსნა და ვიზიტორების მიღება, საბოლოო სახით ალპური ბაღი ჩამოყალიბდება 10 წლის შემდეგ”. განაცხადა გოდერძის ბაღის მენეჯერმა –  თემურ ვასაძემ.

20170823_1258172016 წელს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” გოდერძის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გახსნა. კურორტი „გოდერძი“ ზღვის დ

ონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი აქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.

სტრატეგიის მიხედვით კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. კურორტის განვითარების არეალი – 633.45 ჰა მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით”გოდერძი” ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s