,,2008 წლის აგვისტოს მუზეუმი” – გაიხსნა სოფელ ერგნეთში.
მუზეუმი ერგნეთის მკვიდრი და გორის საკრებულოს წევრის ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში გაიხსნა, რომელიც ომის დროს დაიწვა.
ლია ჩლჩიძის განცხადებით: ,,ომის დროს ჩვენმა ხალხმა უდიდესი გაჭირვება გადაიტანა, დაკარგა სახლ-კარი, მიცვალებულების საფლავები, სალოცავები. ეს იქნება მუზეუმი რომელიც ასახავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, და დავანახვებთ ჩვენს შვილებს და მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მუზეუმის შექმნაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მოგვაწოდეს ფოტო-ვიდეო მასალები ასევე ომთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები”
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ასევე შიდა ქართლში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.