აი, უკვე მე-9-ე წელია მავთულხლართებით და მცოცავი ოკუპაციით ხვდება საქართველო 8 აგვისტოს.
რუსმა სამხედროებმა გასულ წელს გადეს ხიდი მდინარე ფრონეზე, რომელსაც დასავლეთით სოფელი კნოლევი ესაზღვრება, და ზემო და ქვემო ოქონაში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს აკავშირებს.
p.s: წელს მდინარემ გაარღვია მავთულხლართი, რადგან, ის თავისუფალია და ვერ იტანს ჩარევას, უხეშ მოქმედებებს და ზღუდეებს. ასევე, დღეს თუ ხვალ, მოუწევს რღვევა ხელოვნურად შექმნილ ე.წ. ,,გამყოფ ხაზებსაც”.