31 ივლისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრმა“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“ გამართეს დისკუსია თემაზე: „თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“.
დისკუსიაზე განხილული იყო, თუ რას მოუტანს ქალაქ გორს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა, რა გამოწვევების წინაშე დადგნენ თვითმმართველი ქალაქები ადგილობრივი არჩევნების წინ და რა გავლენას იქონიებს „თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეო ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, იურისტმა ლადო სანიკიძემ, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის“ და ინტერენეტგამოცემა „TSpress.ge“-ს წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.