28 ივლისს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია – „სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გზები ჩვენ ქალაქებში“.
დისკუსიის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ, კერძოდ, 100- ქულიანი მართვის მოწმობების და უკონტაქტო პატრულირების შემოღების, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და სხვა სიახლეების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰაერის დაბინძურების მიზეზები და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები.
განხილვა შეეხო სამარშრუტო ტაქსებით საქალაქთაშორისო გადაადგილების და ავტოსადგურების კვლევის შედეგებსაც. დისკუსიაში მონაწილეობს მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა („საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, „HUB Georgia“, „CRRC საქართველომ“), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის და ტესტირების ცენტრების წარმომადგენლებმა.
დისკუსიას ორგანიზება გაუწია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა.