ტექნოლოგია, რომელსაც ტყის გადარჩენის პოტენციალი გააჩნია

20170720_134459საქართველოს ბიომასის სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა არსებობს მრავალი ბარიერი და საჭიროა მისი გადაწყვეტის გზების მოძიება. საქართველო ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა ენერგო გაერთიანებაში და ვალდებულია, შეიმუშაოს განახლებადი ენერგიის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმა (NREAP), ბიომასა და ბიოენერგია კი მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ბიომასა ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტი ან ნარჩენია რომელიც მიიღება სოფლის მეურნეობის (მცენარეული და ცხოველური), სატყეო და მონათესავე მრეწველობებებიდან (მეთევზეობის ჩათვლით) და ინდუსტრიული/მუნიციპალური ნარჩენებისგან.

ბიომასოს ხუთი ძირითადი წყაროა:

  • ხე – სატყეო მეურნეობიდან ან გადამამუშავებელიწარმოებიდან
  • ენერგეტიკული მცენარეები – მაღალი მოსავლიანობის მქონე მცენარეები, რომლებიც ითესება სპეციალურად ენერგეტიკული გამოყენებისათვის.
  • სოფლის მეურნეობის ნარჩენები – სხვადასხვა კულტურის ნარჩენი.
  • საკვების ნარჩენები  – საკვების წარმოების და გამოყენების დროს მიღებული ნარჩენები.
  • ინდუსტრიული ნარჩენები

ამ ხუთი წყაროდან მიიღება 3 სახის ბიოსაწვავი

  • მყარი საწვავი-შეშა (პელეტი, ბრიკეტი)
  • აირადი ბიოსაწვავი – ბიოგაზი
  • თხევადი ბიოსაწვავი – ეთანოლი და ბიოდიზელი

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რუკას, სადაც მოცემულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნარჩენი ნახერხის საშუალო წლიური რაოდენობა მეტრ კუბში, რომელიც გამოყენებული შეიძლება იქნას ბრიკეტის და პალეტის წარმოებაში.

1

საქართველოს ბიომასის ასოციაციამ, CENN-მა, ახალი ტენოლოგიების ცენტრმა, ავსტრიულ კომპანია Herz Energietechnik-მა და ფინური კომპანია Nocart-მა, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გამართა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე: ”ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში”.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ბიომასის ასოციაციის ოფიციალურ წარდგენას და მონაწილეებისთვის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა. კერძოდ, სასკოლო პანსიონის აღჭურვა ავტომატური რეჟიმის ბიომასაზე მომუშავე მიკროთბოსადგურით, და თიანეთის მუნიციპალიტეტში 30 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიბრიდული ენერგოცენტრალის ორგანიზების წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელება.

საქართველოს ბიომასის ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით საერთო ეფექტური პლატფორმის შექმნას ბიომასის ენერგოპოოტენციალის გასაზრდელად. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შექმნას სახელმწიფო და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვების სატანადო მექანიზმები, უზრუნველყოს სატანადო ბიზნეს გარემოს შექმნა ბიომასის ბაზრის  განვითარებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s