
სოფელ ცერონისში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, ჭაბურღილის ჩანგრევის შესახებ, იყო სუბრები რომ ეს ფაქტი გამოიწვევდა პროექტის ჩაბარების ვადების დარღვევას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის აუცილებლობას.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – მერი არხოშაშვილი – ,,ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩანგრევის ფაქტი არ დასტურდება. სამუშაოები მიმდინარეობაშია და დასრულების შემდეგ შესაბამისი ექსპერტიზით მოხდება მისი ჩაბარება, ხოლო თუ დარღვეული იქნება ხელშეკრულების რომელიმე პირობა, ან სამშენებლო სტანდარტი, გაფრთხილებული იქნება კომპანია და დაეკისრება კანონით და ხელშეკრულებით გათვალისიწნებული საჯარიმო სანქციები”.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება შეადგენს – 41 499 ლარს.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ამხანაგობა მშენებელი