სოფელ კნოლევის მკვიდრმა რობიზონ თოთლაძემ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დამწვარი სახლის აღდგენა დაიწყო.
,,ომის შემდეგ თბილისში ვცხოვრობ, გულზე დარდად მაწვა ჩემი მამაპაპეული სახლი რომ ასე მეგდო გაპარტახებული, მთელი 9 წელი ვიშრომე ,,კაპიკი კაპიკს დავადე” და დავიწყე სახლის აღდგენა. მეუბნებოდნენ რომ დავლოდებოდი და სახელმწიფო აღმიდგენდა მაგრამ არ დაველოდე, ბოლოსდაბოლოს სახელმწიფო მეწველი ძროხა ხომ არაა ყველა რომ მას შესცქეროდეს, ცოტა ჩვენც, მოსახლეობამაც უნდა გავანძრიოთ ხელი.
სოფელში რომ შემოვდივარ გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ ყოველ ჯერზე ნაკლები ადამიანი მხვდება. თუ ასე გაგრძელდა მალე სოფელში აღარავინ დარჩება და გამოდის მტერს უომრად ჩავაბარებთ ჩვენს მიწა-წყალს.
ჩემამდე რამდენიმე მოსახლემ აღადგინა სახლი, ახლა მეც შევუერთდი. ვფიქრობ,ჩვენი შემყურე დანარჩენ სახლდამწვარ ოჯახებსაც მოუნდებათ სახლის აღდგენა და შემდგომ სოფელში დაბრუნება.” – ამბობს რობიზონ თოთლაძე