გორში საზოგაოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

20170714_154604.jpg14 ივლისს გორში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი,  ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრას  საქართველოს რეგიონებში, სადაც განიხილება საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წარმოადგინა არსებული სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების შესახებ კვლევის ძირითად მიგნებებს. გარდა ამისა, განხილული იყო  სსო-ების  ფინანსური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ა) თვითმმართველი ერთეულების მიერ გრანტის გაცემის შესაძლებლობა; ბ) გრანტით შექმნილი აქტივების შემდგომში ეკონომიკურისაქმიანობისთვის გამოყენება; გ) მოხალისეობის საგადასახადო რეგულირება.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკანონმდებლო გარემოს ძირიტადი ასპექტების შესახებ.

,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s