27 ივნისს კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,აისი” გაიმართა ფერმერ ქალთა ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული წევრები.
შეხვედრაზე დამსწრეები გაეცნენ ორგანიზაციის ორი წლის საქმიანობას, ასოციაციის წესდებაში შესატან ცვლილებების პაკეტს, განიხილეს ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკ.
ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ფერმერ ქალებს გაძლიერდნენ და ამასთან ერთად გააძლიერონ თავიანთი თემი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტისპირა რეგიონი, რადგან ამ ზონებიდან განსაკუთრებით მაღალი მიგრაციაა და სოფლები დაცლის პირასაა, ჩვენი ჩართულობა და დახმარება კი, ვფიქრობ ხელს შეუწყობს იქ მცხოვრებ ადამიანებს ადგილზე დამაგრებაში, რადგან გაუჩნდებათ შემოსავლის წყარო. – განაცხადა ასოციაციის ხელმღვანელმა- ირინე ფხოველიშვილმა.