ფერმერ ქალთა ასოციაციამ გორში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

5 ივნისს, გორში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ,,ფერმერ ქალთა ასოციაციამ” შიდა ქართლში მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

,,ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 20 ივნისს, კახეტის ხუთი რაიონიდან წარმოდგენილი 17 ქალბატონისგან.

2015 წლის 15 ოქტომბერს, მოხდა საერთო კრებაზე ასოციაციის სახელწოდების შეცვლა და დავრეგისტრირდით ,,ფერმერ ქალთა ასოციაციად”.

ამ ეტაპზე პროექტებს ვახორციელებთ ოთხ რეგიონში- კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო სვანეთი-რაჭა-ლეჩხუმში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ჩვენი  მიზანია წევრებთან და არაწევრებთან შეხვედრა რათა გავაცნოთ ორგანიზაციის განხორცილებული საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები.

ასოციაციაში გვაქვს წევრებთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკა. თუ აქამდე ასოციაციის წევრობა შეეძლოთ მხოლოდ ქალბატონებს (ფიზიკურ პირებს). ცვლილებების შემდეგ ჩვენი წევრი შესაძლოა გახდეს ქალი, რომელიც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში,  და ამასთანავე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მამაკაცები ასოცირებული წევრის, საპატიო და ინტელექტუალური წევრის სახით.

მეორე ნაწილი ჩვენი პროგრამისა შეეხება ქალთა კოოპერატივებს. ტრენინგზე დამსწრე ქალბატონებს გავაცანით, თუ როგორ უნდა დააფუძნონ წარმატებული კოოპერატივები.

ვფიქრობ, რომ კოოპერატივების განვითარების გარეშე, ჩვენი სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება”- ამბობს ,,ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე- ირინა ფხოველიშვილი

პროექტი ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის- ,,გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა საქართველოში”- მიერ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s