დუბაიში პოლიციის სამმართველომ ქალაქის ცენტრში პირველი რობოტი პოლიციელის პრეზენტაცია გამართა. რობოტი პოლიციელები მოვალეობას ქვეყნის სავაჭრო ცენტრებში და ტურისტულ ადგილებში შეასრულებენ. ადამიანებს ამ რობოტ პოლიციელებზე დანაშაულის ცნობის, ჯარიმის გადახდის, და მკერდზე დამონტაჟებულ ეკრანით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. მთავრობა 2030 წლისათვის პოლიციის ძალების 25%-ის რობოტი პოლიციელებით გაზრდას ითვალისწინებს. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რობოტები ადამიანის ადგილს ვერ დაიჭერენ. აღნიშნული რობოტი პოლიციელები ამჟამად მხოლოდ ინგლისურ და არაბულ ენებზე ეკონტაქტება ადამიანებს, მაგრამ სამომავლოდ მათ რუსულ, ჩინურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზეც შეეძლებათ დაკონტაქტება.