
დასრულდა სოფელ კნოლევის სტადიონის მშენებლობა.
კნოლევის სტადიონზე სამუშაოები შეასრულა შპს ,,თურმანიძე 777”-მა,
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 34268,25 ლარი.
პროექტი განხორციელდა მუნიციპალური დაფინანსებით.
შეგახსენებთ, რომ სტადიონის მშენებლობა გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემსრულებელი კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა.