დასახელება: ტრენინგი – ბებო და ბაბუ ონლაინ – რეგიონები |
მომწოდებელი: ახალი ტექნოლოგია – 2009 |
გამოქვეყნდა: 9 მაი / ბოლო ვადა: 9 ივნ |
“ახალი ტექნოლოგია – 2009“, “ინტერნიუსთან” ერთად ხანდაზმულ მოქალაქეებს (ასაკი 55+) იწვევს ტრენინგებზე “ბებო და ბაბუ ონლაინ“.
ტრენინგის მიზანია კომპიუტერული უნარების ათვისება და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ტრენინგები ჩატარდება ზუგდიდში, ბაღდათში, ხარაგაულში, გორში, ჭოპორტში, რუსთავში. ტრეინინგ კურსის დამთავრების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ: კომპიუტერი გამოყენებას საკუთარი საჭიროებებისთვის, ინტერნეტში ახალი ინფორმაციის მოძიებას და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებას (Skype, Viber) სოციალური ქსელების (Facebook), ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციული ონლაინ სერვისების გამოყენებას (მაგ: ინტერნეტ-განცხადებები და ყიდვა-გაყიდვები). ტრეინინგის ბაღდათში ჩატარდება : 10, 11, 12, 22, 23, 24, 25 მაისი 2017 წ. 9:00-13:00 სთ. ტრეინინგის გორში ჩატარდება: 1-5, 10, 11 ივნისი 2017 წ. 10-14 სთ. ტრეინინგის ხარაგაულში ჩატარდება: 3-7, 15, 16 ივლისი 2017 წ. 10-14 სთ. ტრეინინგი რუსთავში ჩატარდება: 4-8, 15, 16 სექტემბერი, 10-14 სთ. ტრეინინგი ჭოპორტში ჩატარდება: 11-15, 29, 30 სექტემბერი 10-14 სთ. ტრენინგები ტარდება პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს პარტნიოერბთან ერთად და აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 1. ტრენერს, ლილი კაცაძეს – ტელ: 577 144 715, ელ. ფოსტა: treiningistvis@gmail.com ) |