1 მაისს გორის რაიონ-სოფელ ზემო ნიქოზში მობილური კვების სერვისის ჩამოყალიბების და პროექტ ,,ჯანსაღი საკვები, ხანგძლივი სიცოცხლე’’ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი “ ,,ჯანსაღი საკვები, ხანგძლივი სიცოცხლე პრეზენტაცია“ ხორციელდება PIN-ის სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხონი, ტყიბული,ზუგდიდი, გორი), რომლის მიზანია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ დონეზე საქართველოში.