გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტ ,,წარმატების სტრატეგია”-ს პრეზენტაცია გაიმართა

efefe20 აპრილს გორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პიროვნულ ზრდაზეორიენტირებული  პროექტის- ,,წარმატების სტრატეგიის“ პრეზენტაცია.

პროექტი განკუთვნილია გორის 12 საჯარო და 5 კერძო სკოლის მოსწავლისთვის.

მონაწილეობისთვის შერჩეულია თითოეული სკოლიდან 1 მოსწავლე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია ,,მომავლის ინიციატივის“ და ქალაქ გორის მერიის მუნიციპალური პროგრამის- ,,განათლების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში.

შეხვედრას დაესწრენ პროექტში ჩართული მოსწავლეები, პედაგოგები, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

სატრენინგო კურსი ,,წარმატების სტრატეგია“ მიზნად ისახავს მოტვივირებულ მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის სხვადასხვა ფსიქოტიპის, მათი ურთიერთქმედების ხარისხის შესახებ საზოგადოებასთან. გააღვივოს ინტერესი, განივითარონ ლიდერული თვისებები, შეაფასონ პიროვნული რესურსები, გაეცნონ აზროვნების ეკოლოგიის პრობლემებს, შეძლონ გუნდური მუშაობა, დიალოგებისა და მოლაპარაკებების წარმოებისტექნიკის შესწავლა. განახორციელონ დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების სწორად შერჩევა.

ჩვენს თითოეულ სატრენინგო კომპონენტს აქვს სპეციფიური მიზანი, რაც ერთიანობაში კრავს ჯაჭვს. ეს საშუალებას იძლევა პიროვნებამ სწორად შეაფასოს საკუთარი რესურსები, სუსტი და ძლიერი მხარეები, დაინახოს რა მიმართულებით საჭიროებს რესურსების გაძლიერებას.

ორგანიზაცია ,,მომავლის ინიციატივას“ ხელმძღვანელის, ბადრი ციქუბაძის განცხადებით ,, მნიშვნელოვანია ასეთი ტრენინგები ხშირად ჩატარდეს ახალგაზრდებთან და არამარტო, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ცოდნა ისეთი მიართულებებით როგორიცაა: ლიდერობა, ემოცის და კონფლიქტის მართვა, პიროვნული განწყობის ფორმულირება, აზროვნების ეკოლოგია, გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების ფორმირება.

ესაა თემები რომელის ცოდნაც თანამედროვე ადამიანისთვის კომუნიკაციის და სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ელემენტად იქცა.

მოხარული ვართ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია გვერდში უდგას ჩვენს საგანმანათლებლო პროექტს, ასეთი ნაბიჯები უფრო კოორდინირებულს და მიზანზე ორიენტირებულს გახდის არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის მუშაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობაზე დადებით გავლენას იქონიებს“

ტრენინგები გაიმართება ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში. მის: ვერხვების დასახლება/ სუხიშვილის 20

პროექტს კურირებას უწევს ქ.გორის მერიის განათლების განყოფილება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s