27 მარტს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი- კახა სამხარაძე სოფელ კნოლევში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემატური საკითხები, როგორებიცაა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის გაკეთება, მდინარე ფრონეზე ტუმბოს ჩადგმა რათა მოხდეს სოფლის სახნავ-სათესი მიწების ნაწილის გასარწყავება, ასევე სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწესრიგება და სტადიონი, რომლის შენებაც მუნიციპალური დაფინანსებით დაიწყო და შემსრულებელი კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო შეჩერდა.
გუბერნატორმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ თითოეული დაყენებული პრობლემატური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.