ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რუსებს უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა, პირველ ტაიმში გიორგი კოშაძისა და ვასილ ლობჟანიძის ლელოებს მეორე ტაიმში კიდევ ორი დაემატა იგივე ლობჟანიძისა და დავით კაჭარავასი. ოთხივე ქართული ლელო მერაბ კვირიკაშვილმა უნაკლოდ გარდასახა, ხოლო რუსებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს.