ბათუმში, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. ისმოდა სროლის ხმა.
სპეცრაზმთან ერთად, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანებიც.
სპეცრაზმი გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევდა აქციის მონაწილეებს დასაშლელად.
აქცია პოლიციის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.