საგრანტო კონკურსი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად 2500 ლარი

სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო პროგრამის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.

პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას, რომელიც არის: მარტოხელა მშობელი, რომელიც ზრუნავს არასრულწლოვან (18 წლამდე ასაკის) შვილ(ებ)ზე; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან პირი, რომლის ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, რომელიც მართვას ოჯახს – დამოუკიდებლად უვლის არასრულწლოვან დედმამიშვილებს; ხანდაზმული პირ(ებ)ი (საპენსიო ასაკის), რომელიც მართავს ოჯახს – დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილ(ებ)ს; ჯგუფი (3-5 ოჯახი), სადაც გაერთიანებულია ზემოაღნიშნული პირების უმრავლესობა და ერთი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები არიან.

საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი. პროგრამა გრძელდება 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. საგრანტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

თანადაფინანსების მთლიანი მოცულობა შეადგენს 80 პროცენტს, ამავე დროს თანადაფინანსების მოთხოვნილი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს ინდივიდუალური განაცხადებისთვის და 5000 (ხუთი ათასი) ლარს ჯგუფური განაცხადებისთვის.

შესაძლებელია თანადაფინანსების ოდენობა გაიზარდოს 10 000 (ათი ათასი) ლარამდე, თუ ინვესტიციას ექნება ისეთი შედეგი, როგორიცაა დასაქმება/თვითდასაქმება ან მაღალი შემოსავლის მიღება. ამ მიმართულების განაცხადები საჭიროებს ექსპერტის მიერ შეფასებას და ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებას.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 810,006 აშშ დოლარს. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინასებით.

საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია:

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

საქართველოსო კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში:

აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

საგრანტო განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია: გურჯაანის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, მარნეულის, თიანეთის, თელავის, ყვარლისა და მესტიის იუსტიციის სახლებში.

გარდა ამისა, განაცხადების მიღება მიმდინარეობს: კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივი ცენტრებშიც.

პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s