6 მარტს ქ.გორში ასოციაცია თანხმობის მიერ გაიმართა მრგვალი მაგიდა, კანადის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “არაძალადობრივი გარემო ქალებისთვის” ფარგლებში.
შეხვედრის თემა გახლდათ „ოჯახში ძალადობა – მიმდინარე სიტუაციის ანალიზი, რეაგირება და პრევენცია“. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ინსპექტორი. მრგვალი მაგიდის მოწვეული ექსპერტი გახლდათ – ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბ-ნი მამუკა გაჩეჩილაძე.
მრგვალ მაგიდაზე მოხდა პროექტის მიმდინარეობის და შედეგების პრეზენტაცია, განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული სიტუაცია. მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებებზე და რეკომენდაციებიც შემოგვთავაზეს.