17 თებერვალს, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” ადგილობრივ მოსახლეობასთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შედგა.
საინფორმაციო კამპანია რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში, ვიდეო-რგოლებისა და მინი ფილმების ჩვენებას, კონკურსის ,,გა-მოხატე ევროპა” მიმდინარეობას. კამპანიის მიზანი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების, ასევე საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება და ის მთელ საქართველოს მოიცავს.