დასახელება: ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი |
მომწოდებელი: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები |
გამოქვეყნდა: 31 იან / ბოლო ვადა: 1 აპრ |
ფონდი “საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას (მეცნიერების ყველა დარგში: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, ტექნიკური, გამოყენებითი) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს (თუ სტუდენტია, პირველკურსელი უნდა იყოს). მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისი (მოკლე/ძირითადი შინაარსი). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებულ იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წელს ჩატარდება ესტონეთში სექტემბერში. ევრო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკომისია. პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს. თეზისების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით. |