2017 წლის 12 თებერვალს იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის” პროექტი ,,არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის” ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კულტურილ-საგანმანათლებლოცენტრში ფორუმ-თეატრი გაიმართა.
ფორუმ-თეატრი არის მინი სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის თვალნათლივ წარმოჩენას მაყურებლისთვის და მათთან ერთად გამოსავლის ძიებას.
ფორუმ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსახიობებმა სპექტაკლი ორჯერ გაითამაშეს. მას შემდეგ რაც ხელახლა დაიწყო მოქმედება, მაყურებელთა ნაწილი, მსახიობებთან ერთად გახდა სპექტაკლის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. მათ შეეძლოთ შეეცვალათ ნებისმიერი სცენა და წარემართათ სპექტაკლი სასურველი მიმართულებით. სპექტაკლის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
პროექტი ,,არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის” მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის დონის დაწევას და ქალების და გოგონების გაძლიერებას.
პროექტი ,,არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის” დაფინანსებულია ,,კანადის საელჩოს ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის” ფარგლებში.