დასახელება: კონკურსი ჟურნალისტური გამოძიების გამოსავლენად |
მომწოდებელი: მედიის განვითარების ფონდი |
გამოქვეყნდა: 12 დეკ / ბოლო ვადა: 15 მარ |
![]() მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტ “ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი 3 საუკეთესო ჟურნალისტური საგამოძიებო ნამუშევარი. საკონკურსო მასალა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ** გამოქვეყნებული იყოს 2016 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 15 მარტამდე პერიოდში ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთში ან ონლაინ გამოცემაში; სასურველია გამოყენებული იყოს: ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან ერთ-ერთი (procurement.gov.ge, my.gov.ge, declaration.gov.ge, napr.gov.ge, sao.ge, nbg.gov.ge); საკონკურსო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორს. გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და ელექტრონული ტექნიკით თბილისში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა თქვენი ნამუშევრები 2017 წლის 15 მარტამდე უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdfgeo@gmail.com ელექტრონული წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ “ჟურნალისტური გამოძიების კონკურსი”. წერილში მიუთითეთ იმ მედია საშუალების ვებ-მისამართი, სადაც გამოქვეყნდა თქვენი ნაშრომი და სხვა დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, ასევე თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-მისამართი). დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა შეიძლება ისარგებლონ MDF-ის მიერ მომზადებული “საჯარო ინფორმაციის ელექტრონული რესურსებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზამკვლევით”, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://mdfgeorgia.ge/geo/view-library/47. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მარიამ პატარიძეს ტელეფონზე: 599-87-02-10 ან მოგვწერეთ მეილზე: mdfgeo@gmail.com |