დასახელება: ინჟინერ-ტექნიკოსი, გაყიდვების აგენტი – თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 7 თებ / განახლდა: 10 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ
შპს “მაგთიკომი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ინჟინერ-ტექნიკოსი (ნარდობის ხელშეკრულებით მომუშავე) შემდეგ ქალაქებში: თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, წნორი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, კასპი, ახალციხე, გორი, სენაკი, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, ქობულეთი
მოთხოვნები:
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
** უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
** დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kadrebi@magticom.ge 2017 წლის 7 მარტის ჩათვლით. “Subject”-ში მიუთითეთ სასურველი ქალაქი.
2. გაყიდვების აგენტი თბილისში (ნარდობის ხელშეკრულებით მომუშავე)
მოვალეობა: აბონენტების მოძიება კარდაკარის პრინციპით.
მოთხოვნები:
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
** გაყიდვების უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) მიბმული გეგმაზე. გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურება.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge 2017 წლის 7 მარტის ჩათვლით.