“ქარელის ხილი” პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება

s0l2kzdopitxsk1 ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო „ქარელის ხილი” , რომელიც პროდუქციას „ჩიკორის” ბრენდით აწარმოებს, ექსპორტისთვის ემზადება. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კვირიკაძე რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ კომპანიამ ISO სტანდარტის სერთიფიკატი გასული წლის ბოლოს მიიღო და იწყება პარტნიორების მოძიება ექსპორტის დაწყებისთვის. კვირიკაძის თქმითვე, თებერვლის ბოლოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში გეგმავენ მონაწილეობას, სადაც მოხდება დაინტერესებულ კომპანიებთან კომუნიკაცია. მისივე ინფორმაციით, განიხილება, როგორც ევროპის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

კომპანიამ გასული წლის ბოლოს ბაზარზე საზამთროს ჩირი და შოკოლადში ამოვლებული ჩირი გამოიტანა. „ქარელის ხილის” დამფუძნებლის მტკიცებით მომხმარებელმა პროდუქცია დადებითად მიიღო და გრძელდება ახალი სახეობების დამატებაზე მუშაობა.

სამომავლოდ იგეგმება წარმოების ზრდაც, ამ დროისთვის კი წლიურად 40-50 ტონა პროდუქტს აწარმოებს.

შავი ქლიავის ჩირის წარმოება ქარელის აგროინდუსტრიულმა საწარმომ 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ქარხნის გამართვისთვის საერთო ჯამში მილიონი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა. აქედან 650 ათასი დანადგარების და ქარხნის მოწყობას მოხმარდა. საწარმომ ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% კი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.

ავტორი: სალომე სოსელია

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s