2 თებერვალს, ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე პარლამენტარის ბიუროსინიციატივით არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო სექტორებს შორის მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დეპუტატმა ისაუბრა არსებული გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი საქმიანობის, მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე.
დეპუტატის განცხადებით, შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და თვეში ერთხელ გაიმართება.