სოფელ კნოლევში მცხოვრები ქალბატონებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა

20170118_14533219-20 იანვარსს, სოფელ კნოლევში მცხოვრები ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის გაკეთდა 2 დღიანი ტრენინგი ,,ბიზნესპროექტის წერა”.

შემდგომი ეტაპია 3000 ლარამდე ღირებულების ბიზნესპროექტების წარდგენა ტრენინგში მონაწილე ქალბატონების მიერ და გამარჯვებული პროექტების დაფინანება.

,,პროექტში მონაწილეობით, სამიზნე ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო და საჭირო თემებზე. დაეუფლoნ დებატების ხელოვნებას და პროექტების წერის ტექნიკას; რაც მისცემთ საშუალებას მოახდინონ საკუთარი და თემის პრობლემების ადვოკატირება და შეიტანონ წვლილი თემის განვითარებაში. ტრენინგების შემდგომი ეტაპია პროექტში ჩართულმა ქალბატონებმა მოამზადონ ბიზნესგეგმები, რის შემდგომაც გამოვლინდება გამარჯვებული პროექტის ავტორები, ასევე გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები”-ამბობს პროექტის დირექტორი ხატია ქარდავა.

პროექტს იგპ  ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს, პროექტს  „არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის“,  რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის დონის დაწევას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას. აღნიშნული პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია კანადის მთავრობის მიერ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  • სემინარები ოჯახში ძალადობის შესახებ;
  • დისკუსიები თემებში იგივე თემებზე;
  • სემინარები ქალებისთვის ეკონომიკურ აქტივობებზე;
  • ტრენინგი ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე საზღვრისპირა სოფლებში;
  • დებატ-კლუბები მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის;
  • ფორუმ_თეატრი;
  • კონსულტაციები ადგილობრივ მთავრობასთან;
  • მრგვალი მაგიდები ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებთან;
  • ქალთა ჯგუფების პილოტური მცირე პროექტების დაფინანსება.

ორგანიზაციის სამიზნე დასახლებებია- შიდა ქართლში (კოშკა, გუგუთიანთკარი, ზარდიანთკარი, კნოლევი, შავშვები), მცხეთა-მთიანეთში(საგურამო და ბაზალეთი), კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები და დევნილთა ჩასახლებები.

?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s