10 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ინიციატივამ” სოფელ არბოში ქოქოშვილების ოჯახს საკვები პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.
ქოქოშვილების სახლს 8 ნოემბერს ღამით გაუჩნდა ცეცხლი, დაიწვა სახლის ნაწილი ხოლო სახლის გვერდზე მიშენებული ბოსელი და სათავსო მთლიანად.
ოჯახის დიასახლისის, მზია კელაფტრიშვილის განცხადებით ,,შუაღამისას შიფრის მტვრევის ხმამ გაგვაღვიძა, დაბნეულებმა ის მოვახერხეთ მხოლოდ, რომ გარეთ გავედით და შოკირებულები ვუყურებდით როგორ იწვოდა ჩვენი სახლი, საბედნიეროდ მეზობლები მოგვეხმარნენ, ორი საწოლი და რამოდენიმე ცეცხლწაკიდებული ლოგინი გამოიტანეს სახლიდან. სანამ სახანძრო მოვიდოდა ყველა ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, ზოგი ვედროთი ასხავდა წყალს, ზოგიც საწამლი აპარატით, რაც რამე საკვები გაგვაჩნდა ცეცხლმა დაწვა და დავრჩით ღვთის ანაბარა.
გამგეობიდან იყვნენ მოსული და დაგვპირდნენ სახურავის შეკეთებას, ვნახოთ რა იქნება…”
ოჯახი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, 1 ოთახია გადარჩენილი და ისიც წვიმის ან თოვლის დოს საცხოვრებლად უვარგისი გახდება. სახლს სასწრაფოდ ესაჭიროება გადახურვა, ხოლო ოჯახის წევრებს ტანსაცმელი, საკვები, საწოლები და ლოგინი.