სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

?

4 ნოემბერს ქ.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ქ.გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა.

ასოციაცია ,,თანხმობის” იურისტის, ნანა გოგოხიას განცხადებით- ,,მსგავსი შეხვედრები აუცილებელი და საჭიროა. კარგი იქნება კვარტალში ერთხელ მაინც, რომ იმართებოდეს ადგილობრივი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და რა თქმა უნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, ეს აუცილებლობა უფრო მნიშვნელოვანია, რათა
ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე იყოს მორგებული.
“თანხმობა”-სთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტში ასახული იყოს დევნილების, კონფლიქტის შდეგად დაზარალებული პირების, ხანდაზმულებისა და პრობაციონერების საკითხები. მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტი უფრო სოციალური უნდა გახდეს და გეზი აიღოს სოციალური სერვისების მიწოდებაზე, თავად სოციალური სერვისები კი უფრო განვითარებაზე ორიენტირებული იყოს და არა ერთჯერადი ხასიათის, როგორიც მაგ. ერთჯერადი ფულადი დახმარებები.
ჩვენ გვინდა, რომ გორში ჩასახლებულ დევნილებს ზამთრის პერიოდში დაეხმაროს ადგ. ხელისფუფლება ან შეშით ან ელექტროენერგიის ვაუჩერით. ასევე დევნილების ახალ დასახლებებში, განსაკუთრებით იმ დასახლებებში სადაც დევნილები 2017 წელს უნდა გადაიყვანონ მოეწყოს სპორტული მოედნები, საბავშვო მოედნები და რეკრეაციული ზონები.
ასევე სასურველია გაითვალისწინოს გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახალხო დამცველის 2015 წლის რეკომენდაცია და ბიუჯეტში ჩასვას უსახლკარო ადამიანებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (სოციალური საცხოვრისები და არა ქირით გაყვანა)”.

,წარმოდგენილი წინადადებებით შევადგენთ სარეკომენდაციო შეთავაზებების პაკეტს, რომელსაც გადავუგზავნით მერიას ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად. ჩვენი თანამშრომლობის გათვალისწინებით გვსურს ამ პროცესში მედია და არასამთავრობო სექტორიც იყოს ჩართული და  ადგილობრივმა  ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული  ბიუჯეტის და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაზე ერთად ვიზრუნოთ”. -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ როსებაშვილმა.

შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორისგან იყო წარმოდენილი სარეკომენდაციო წინადადებები, რომელსაც 7 ნოემბერს განიხილავს საკრებულო და 8 ნოემბერს  წერილობით გადაეგზავნება მერიას, რათა გათვალისწინებულ იქნას  10 ნოემბერს საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენ 2017 წლის ბიუჯეტში.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s