18 ოქტომბერს, სოფელ კნოლევში მცხოვრები ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის გაკეთდა ტრენინგი ,,ოჯახში ძალადობა”.
პროექტს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს, პროექტს „არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის დონის დაწევას და ქალებისა და გოგონების გაძლიერებას. აღნიშნული პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია კანადის მთავრობის მიერ.
ორგანიზაციის სამიზნე დასახლებებია- შიდა ქართლში (კოშკა, გუგუთიანთკარი, ზარდიანთკარი, კნოლევი, შავშვები), მცხეთა-მთიანეთში(საგურამო და ბაზალეთი), კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები და დევნილთა ჩასახლებები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- სემინარები ოჯახში ძალადობის შესახებ;
- დისკუსიები თემებში იგივე თემებზე;
- სემინარები ქალებისთვის ეკონომიკურ აქტივობებზე;
- ტრენინგი ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე საზღვრისპირა სოფლებში;
- დებატ-კლუბები მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის;
- ფორუმ_თეატრი;
- კონსულტაციები ადგილობრივ მთავრობასთან;
- მრგვალი მაგიდები ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებთან;
- ქალთა ჯგუფების პილოტური მცირე პროექტების დაფინანსება.
პროექტში მინაწილეობით, სამიზნე ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო და საჭირო თემებზე. დაეუფლონ დებატების ხელოვნებას და პროექტების წერის ტექნიკას; მოახდინონ საკუთარი და თემის პრობლემების ადვოკატირება და შეიტანონ წვლილი თემის განვითარებაში.