16 ოქტომბერს სოფელ კნოლევს ეწვევა იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა”. ვიზიტის მიზანია ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის ჩატარდეს ტრენინგი-ოჯახში ძალადობა, 6 თვიანი პროექტის- ,,არაძალადობრივი სამყარო ქალებისთვის”ფარგლებში. ორგანიზაციამ სოფელ კნოლევში 3 თვის წინ დაიწყო პროექტი ,,ღირსეული სიბერე”, ხოლო მანამდე არაერთი ტრენინგი, გადამზადების კურსი თუ საგრანტო კონკურსი შეუთავაზებია სოფლად მცხოვრებთათვის.