14 ოქტომბერს საქველმოქმედო ორგანიზაციამ ,,სავსე გულით“ სოფელ კნოლევში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის- გიორგი ჭილაშვილის განცხადებით- ,,დღევანდელი შეხვედრა შედგა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაცნობად და მიმართულებების გამოსავლენად, რათა შემდგომში ჩვენს მიერ გაწეული დახმარება პასუხობდეს მოსახლეობის საჭიროებებს“.
ფონდი საქმიანობას ახორციელებს უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით .
ფონდის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:
პატიმრების ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა; ემიგრანტების ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა; საზღვრისპირა რეგიონებში ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამები; ევროინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში.